ჩვენ შესახებ

კომპანია ქარდი შეიქმნა 2020 წელს. კომპანია წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ავტომფლობელებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, სადაც შეიძლება პოტენციური ავტომფლობელი მოხვდეს.

კომპანიის მიზანია, ერთი მხრივ გაუმარტივოს კომუნიკაციის საშუალება პარტმიორ კომპანიებს მომხმარებლებთან, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა დაზოგონ ყოველდღიური ხარჯები.

ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, გავიდნენ ფართო მასებზე. შესთავაზონ მათ თავიანთი პროდუქცია, სერვისი, აცნობონ სიახლეების, აქციების, ახალი მომსახურებების შესახებ და შესთავაზონ მათ ფასდაკლებული ფასები.

მომხმარებლებს აქვთ შესაძებლობა ერთი ბარათით მიიღონ ფასადკლებული პროდუქცია და სერვისი სხვადასხვა კომპანიებში. აკონტროლონ გადახდები და დაზოგონ ყოველდღიური ხარჯები , რაც უკავშირდება მათ ავტომობილს.

ბარათის გაყიდვა მოხდება მასობრივად :

  • კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით
  • კონტრაქტორი სადაზღვეოების მეშვეობით
  • დიდი შიდა გაყიდვების გუნდის მეშვეობით, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულად

კომპანიებს ექნებათ ერთგვარი საკომუნიკაციო სივრცე მათ პოტენციურ კლიენტებთან, რომელთა რაოდენობაც იქნება საგრძნობლად მაღალი და მათი დაინტერესებისა და მოზიდვის შემთხვევაში გაეზრდებათ კონტრაქტორ კომპანიებს ბრუნვა. მეორე მხრივ კი მომხმარებელი დაზოგავს დროს, ენერგიასა და ფინანსებს.