FAQ

რაში გამოიყენება ბარათი?

ბარათით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ჰყავს ავტომობილი. მძღოლები მიიღებენ ფასდაკლებას ყველა იმ ობიექტზე სადაც შეიძლება მოხვდნენ და მიიღონ შესაბამისი სერვისი, რაც სჭირდება ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამართულად ფუნქციონირებისთვის.

სად მოქმედებს?

ბარათი მოქმედებს კონტრაქტორ კომპანიებში მთელი ქვეყნის მაშტაბით. კონტრაქტორი კომპანიების რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება, შეიქმნა ფასდაკლების ბარათი , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ყოველდღიურად დაზოგოს თანხები.

რომელ ავტომობილზე ვრცელდება?

ნებისმიერი ტიპის ავტომობილზე ვრცელდება, ბარათის მიღება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.

სად შეიძლება შეძენა?

ბარათის შეძენა შესაძლებელია ჩვენი გაყიდვის ოფისებში, ასევე ტექ ინსპექტირების ცენტრებსა და ყველა იმ ადგილას , სადაც ფასდაკლება მოქმედებს. ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ჩვენგან ბარათები, რომელსაც თავიანთ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცემენ. პარტნიორები შესაძლებელია იყვნენ როგორც სადაზღვევო კომპანიები , ასევე ნებისმიერი მსურველი.

რამდენ ხანს მოქმედებს და რა ღირს?

ბარათის მოქმედების ვადა არის 1 წელი. ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში მისი ღირებულება იქნება 100 ლარი, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში კი ღირებულება იქნება 10 ლარი. ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში აუცილებელია, “დაირექტ დებეტის ჩართვა”. (ამ შემთხვევაში თანხის ჩამოჭრაანგარიშიდან ხდება ყოველთვიურად ბანკის მიერ.)

სად და რაზე ვრცელდება ფასდაკლება?

ფასდაკლებები ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე, სადაც შეიძლება ავტომფლობელი მოხვდეს და გადაიხადოს თანხა ამა თუ იმ მომსახურებაში.

ასეთი ადგილებია:

* ავტოსერვის ცენტრები (ავტომობილის შეკეთება)

* ავტომობილის ნაწილების ცენტრები

* ზეთის შეცვლის ცენტრები

* ავტოგასამართი სადგურები (ბენზინი)

* ავტოსამრეცხაოები

* ავტოტუნინგ ცენტრები

* ევაკუატორის მომსახურება

* ნასვამი მძღოლების მომსახურება

* ქარდ ასისტანსი (როდესაც არ გაქვთ დრო, თქვენ ავტომობილს ჩვენთითონ მივხედავთ, თანაც უფასოდ) 

* გაზის სამონტაჟო ცენტრები

* ფირის გადაკვრის ცენტრები 

* საპორტო მომსახურება (როდესაც ავტომობილი ჩამოდის, საზღვარგარეთიდან მისი გამოყვანა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე)

* ოფიციალური ცენტრების მომსახურება

* ახალი ავტომობილების გაყიდვების ცენტრები